Wednesday, July 6, 2016

დღე მეცხრე

დღევანდელი დღეც ისევე როგორც დანარჩენი დღეები ძალიან საინტერესო იყო.ვისწავლეთ youtube ვიდეო პორტალიდან ვიდეოების ატვირთვა ჩვენს ბლოგზე, წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები და განვიხილეთ, ავტვირთეთ დოკუმენტები, სრულვყავით და წარვადგინეთ ჩვენი პორტფოლიო,მივიღეთ რჩევები სხვადასხვა საკითხებზე...უღრმესი მადლობა გიორგის...

ქართველი ქალი პოეტები

Tuesday, July 5, 2016

 დღე მერვე

დღეს ძალიან საინტერესო გაკვეთილი გვქონდა, განვიხილეთ პროექტის ფასილიტაცია, ვისწავლეთ ჩვენი საქაღალდის გაზიარება ჩვენს ბლოგზე, ამისათვის ვაწკაპებთ მარჯვენა ღილაკს საქაღალდეზე,ჩამოიშლება ველი, ვირჩევთ -share-ს და ვაზიარებთ. შემდეგ შევდივართ ბლოგში,ვირჩევთ -pages-,სადაც გამოჩნდება პორტფოლიო,მივიტანთ მაუსს და დავაწკაპებთ -edit-ს თუ რაიმეს დამატება ან შესწორება გვინდა...ავტვირთეთ დამხმარე რესურსები ჩვენს  drive-ზე.დიდი მადლობა გიორგის რომ ასე კარგად და გასაგებად გვიხსნის ყველაფერს.

Thursday, June 30, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღევანდელ დღეს განვიხილეთ პროექტის შეფასება ინსტრუმენტებით,მეთოდებით და რესურსებით დროის ჩარჩოში... drive-ში ვისწავლეთ მუშაობა google form-ში და გავაკეთეთ ტესტების ნიმუშები...drive-დან შევდივართ ჩვენს პორტფოლიოში,შემდეგ-შეფასებებში,ვაწკაპებთ-New-ს,ჩამოვშლით და ვაწკაპებთ-more-ს,შემდეგ ავირჩევთ-google form-ს და ვწერთ სათაურს.განვიხილეთ -რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე- შეფასებები..პრეზენტაციის ჩეკლისტის დახმარებით შევქმენით მახასიათებლები და ჩამოვშალეთ რუბრიკებად. ვიმუშავეთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკაზე...

Monday, June 27, 2016

დღე მეექვსის რეფლექსია


დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო...შევისწავლეთ ბლოგში გაჯეტების და გვერდების დამატება.განვიხილეთ შექმნილი სლაიდები.შევქმენით ჩვენი პროექტის კრიტერიუმების ჩექლისტი. დავიწყეთ google drive-ში მუშაობა და შევქმენით საქაღალდეები. დიდი მადლობა გიორგის...

Tuesday, June 21, 2016

მეხუთე  დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს შევისწავლეთ ჩვენს ბლოგში გვერდების შექმნა,რაც ძალიან საინტერესო იყო. განვიხილეთ  პრეზენტაციაში ჩამოსაწერი თემები - პროექტის სათაური,მიზანი,შედეგი და მიმართულების მიმცემი კითხვები- სლაიდების გამოყენებით, ჩემი აზრით სლაიდები ძალიან გამოსაყენებელი და მოსახერხებელია პროექტის განსახორციელებლად.

Thursday, June 16, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელ  დღეს  განვიხილეთ მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები.  ზოგადი, თემატური და  შინაარსობრივი კითხვები.
     ზოგადი---რა როლი აქვს ქალს საზოგადოებაში?
      თემატური---საქმიანი ქალი თუ დიასახლისი? უნდა ჰქონდეს თუ არა იგივე        უფლებები ქალს, რაც მამაკაცს?
      შინაარსობრივი---რამდენად მისდევენ ქალები ტრადიციებს ჩვენს ქვეყანაში? მოსწონთ თუ არა ქალი როგორც ქვეყნის მეთაური? როდის და რომელ ქვეყანაში მისცეს ქალს უფლება არჩევნებში მონაწილეობისა? რა მიაჩნიათ ქალის მთავარ მოვალეობად?


შევისწავლეთ ბლოგის დიზაინის ცვლილება,განვიხილეთ ბროშურის ჩეკლისტი...ეს აქტივობები ძალიან დამეხმარება ჩემი პროექტის განხორციელებაში...